知末
知末
创作上传
VIP
收藏下载
登录 | 注册有礼

“სკიჯის სახლი”生态旅游项目

2015/08/11 00:00:00
查看完整案例
微信扫一扫
收藏
下载
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-0
ჩირის საწარმო 150-წლიან გურულ ოდაში და საოჯახო სასტუმრო ტერასულად გაშენებულ ბაღებში - თბილისიდან გურიაში გადასახლებული ქალბატონის მიერ მოწყობილი ეკოტურისტული სივრცე
და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლს
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. წლების წინ მან თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და. თავდაპირველად საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ახ­ლე­ბუ­რი და მი­სე­ბუ­რი მე­თო­დით და­ჩი­რე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სან­დო ჩი­რის წარმოებით დაიწყო. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა “ა­წარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­შია წა­მოწყე­ბუ­ლი და მის­მა ჩი­რებ­მა უკ­ვე სა­ხე­ლიც გა­ით­ქ­ვა, ბა­ზარ­ზეც შეძ­ლო თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ჩირს და ლამაზად მოვლილ ეზო-კარს კი სტუმარიც ბევრი მოჰყვა და რომ არ დაეტია ერთ დიდ, დაკას გემოვნებით მოწყობილ და სტუმრების შთაბეჭდილებებით მორთულ სახლში, მასპინძელმა,
"აწარმოე საქართველოს" და სოფლის მეურნეობის სააგენტოს საშეღავათო კრედიტის ფარგლებში, იქვე ეზოში მიამატა სტუმრებისთვის განკუთვნილი კოტეჯები და დღეს "სკიჯის სახლი" გულთბილად მასპინძლობს ქართველ თუ უცხოელ სტუმარს და სოფლის ტურიზმის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს.
იმაზე, თუ რა შეიცვალა წლების განმავლობაში და რა სამომავლო გეგმებია, დაკა თავად გვესაუბრება:
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-6
- ჩვენი პირველი ინტერვიუ 2016 წელს შედგა და მაშინ თქვენი საქმიანობა პირველ შედეგებს იმკიდა. საინტერესოა, რა შეიცვალა მას მერე, როგორ განვითარდა და გაფართოვდა შენი საქმიანობის სფერო და ახლა რით ხარ დაკავებული?
- ბევრი რამ შეიცვალა, დაწყებული საქმიანობის მრავალფეროვნებით დამთავრებული კარ-მიდამოთი. 2016 წელს მხოლოდ ჩირის წარმოება გვქონდა, ისიც სახლის პირობებში. მოგვიანებით კი ამ სახლის, ეზო-კარის მოწესრიგებასთან ერთად მოვინდომეთ სტუმრების მიღება და საოჯახო სასტუმროს მიმართულებაც დავამატეთ, რაც ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას და სოფლის ტურიზმის იდეას ატარებს. სტუმრები არც მანამდე გვაკლდა, თუმცა 2017 წელს „სასტუმროს“ პირველი სტუმრები - გერმანელი ცოლ-ქმარი გვყავდა. მას შემდეგ საქმეც და მიმსვლელ-მომსვლელიც ერთნაირად იმატებს.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-9
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-10
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-11
2020 წელს USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გავაფართოვეთ ჩირის წარმოება, რაც ძალიან გვინდოდა, რომ ავთენტურ გარემოში ყოფილიყო. ასე აღმოჩნდა თანამედროვე ჩირის საწარმო 150-წლიან გურულ ოდაში, რომელიც აქ მომსვლელ ყველა სტუმარზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. შიგნით კი საწარმო თანამედროვე, ევროპული მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-13
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-14
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-15
ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტი სიმინდის ფუჩეჩში გახვეული ჩირის კანფეტია, რაც ჩვენს სხვა პროდუქტებთან ერთად განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-17
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-18
წარმოების შემდეგ, სასტუმროზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, მივხვდით, რომ ეს მიმართულებაც უნდა გაგვეფართოვებინა. გასულ წელს, ამავე სივრცეში, 3 დამოუკიდებელი, პატარა ზომის კომფორტული კოტეჯი ჩავდგით, რომელიც აგრძელებს ხილის და ჩირის გარშემო განვითარებულ ამბავს სოფლად. კოტეჯებს აქვთ ინდივიდუალური ეზოები, გარშემო კი - ტერასულად გაშენებული ხეხილის ბაღი, რაც სტუმარს საშუალებას აძლევს დაიძინოს კომფორტულად, მეტი დრო გაატაროს ბუნებასთან ახლოს, გაისეირნოს ხეხილის ბაღში, დაკრიფოს ხილი და ჩაერთოს სკიჯის წარმოების პროცესში.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-20
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-21
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-22
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-23
სოფელიც ყოველდღე უფრო სხვანაირი, პრესტიჟული და მიმზიდველი ხდება. ამას საკუთარ და აქ მომსვლელი სტუმრის მაგალითზე ვამბობ. რამაც შეცვალა სოფლისადმი დამოკიდებულებაც და მიზიდულობაც. ნათლად ვხედავთ, რომ ქართველ თუ უცხოელ სტუმარს სწორედ ის აინტერესებს რასაც ჩვენ ვაკეთებთ: ბუნებრივი გარემო, აუცილებელი კომფორტი, უშუალო ურთიერთობები და განსაკუთრებული საჭმელი.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-25
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-26
- წლების გამოცდილებამ რა მოგცა? რას ურჩევდით ამ გადმოსახედიდან იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა აპირებენ ან იწყებენ სოფლად ცხოვრებას და საქმიანობას?
- კიდევ უფრო გაბედულად ვეტყოდი, რომ დაიწყონ და რაც შეიძლება მალე. რადგან სულ მქონდა განცდა როცა ამ საქმეს ვიწყებდი, რომ მე თუ შევძლებდი და გამომივიდოდა, შეძლებდა ყველა. ამ ამბავში მთავარია, რომ ეს საქმიანობა დაიწყო, შემდეგ კი გრძელდება იმ საკარმიდამო სივრცეში, რაც აქვს სოფლად მცხოვრებ ყველა ოჯახს. ჩვენი საქმიანობით გვინდა ვუთხრათ, ვანახოთ მათ, რომ შესაძლებელია არსებული კაპიტალი გამოიყენო სწორად და აქციო საქმედ, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი შრომა და მოტივაცია სჭირდება. პრობლემები, რასაკვირველია, ბევრია, წინააღმდეგობებიც, იმედგაცრუებებიც, მაგრამ თუ გავიგებთ, რომ ერთი ოჯახისთვისაც კი ჩვენი მაგალითი იქნება მოტივაცია სოფლად დაბრუნების თუ საკუთარი საქმის დაწყების, ჩავთვლით, რომ მისია შესრულებულია.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-29
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-30
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-31
- სამომავლო გეგმები რა გაქვთ და თუ გეგმავთ კიდევ გამრავალფეროვნებას საქმიანობის?
- გასამართი დაგვრჩა სამზარეულოს მიმართულება. გასულმა ზაფხულმა კიდევ უფრო დაგვანახა დამოუკიდებელი საკვები ობიექტის აუცილებლობა - ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ კვებაზეა.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-34
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-35
ახლახანს მოვიგებთ ევროკავშირის გრანტი #მწვანეგურია, რომლის ფარგლებშიც გვინდა სტანდარტის შესაბამისი საკვები ობიექტის აშენება/მოწყობა. იმედი გვაქვს, გამოვნახავთ თანამონაწილეობის სახსრებს, რაც საბოლოოდ შეკრავს ჩვენს კონცეფციას: ჩირის წარმოების გარშემო განვითარებულ ეკოტურისტულ სივრცეს გურიაში - ხიდისთავში, რომელიც მოიცავს სკიჯის ჩირის საწარმოს 150-წლიან გურულ ოდაში, ტერასებად გაშენებულ ხეხილის ბაღებს საჩვენებელი მეურნეობის სახით, კომფორტულ განთავსებას კოტეჯებში, გურულ გასტრონომიას farm to table პრინციპით და ექსპერიმენტული გემოებით, რომლის მთავარი ინგრედიენტი ასევე ჩირია.
“სკიჯის სახლი”生态旅游项目-37
南京喵熊网络科技有限公司 苏ICP备18050492号-4知末 © 2018—2020 . All photos and trademark graphics are copyrighted by their owners.增值电信业务经营许可证(ICP)苏B2-20201444苏公网安备 32011302321234号
客服
消息
收藏
下载
最近